გარდაცვლილი ბავშვების მშობლები უკვე ჩავიდნენ ქობულეთში

uiuifg111431288078520326243588752884174615437669nქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლები მომხდარში იმ პედაგოგებსა და მშობლებს ადანაშაულებენ, რომლებიც ბავშვებს თან ახლდნენ. დაღუპული ბავშვების მშობლების თქმით, მათ მოზარდებს შესაბამისი ყურადღება არ მიაქციეს.

გარდაცვლილი ბავშვების მშობლები უკვე ჩავიდნენ ქობულეთში. ისინი ამბობენ, რომ თუ სასტუმრო “არმაზს” ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, ბავშვები არ უნდა მიეღო.

დაღუპული ბავშვების მშობლები შეუძლოდ გახდნენ და ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში, სასტუმრო ”არმაზში” გაჩენილმა ხანძარმა სამი არასრულწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მოზარდები ბათუმში, კონცერტის გასამართად რუსთავიდან ჩავიდნენ და ქობულეთში სასტუმრო “არმაზში” დაბინავდნენ.

 

banner
წინა სტატიაშიპრემიერ–მინისტრის საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიარუსთავში ქობულეთში დაღუპულ ბავშვებს გლოვობენ