პრემიერი NDI-ს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში ადანაშაულებს

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინსტიტუტის პატივისცემის მიუხედავად, ის NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით, სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების დღეს გამოჩნდება, თუ ვის ენდობა ხალხი და ვის ანდობს ქვეყანას.

“NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით სერიოზულ კომენტარს ალბათ ვერ გავაკეთებ. მრავალი წელია, ამ ორგანიზაციის მიმართ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმოდა. მე აქვე მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა ამ ინსტიტუტის მიმართ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაოდნენ და უშუალოდ ახორციელებდნენ ამ კვლევებს, პირდაპირ არიან დაკავშირებულები “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ეს ჩვენი მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის, მოსახლეობას აინტერესებს, თუ რას ჰპირდება და აკეთებს მთავრობა. ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობაზე აისახება და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი კვლევა, ეს არის არჩევნების დღე. იქ გამოჩნდება, ვის ენდობა ხალხი და ვის ანდობს ქვეყანას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი სკანდალური კადრების გავრცელების ერთ–ერთ ვერსიას ასახელებს
შემდეგი სტატიაილია მეორემ უცხოეთში სამუშაოდ წასულ დედებს შვილებთან დაბრუნებისკენ მოუწოდა