ილია მეორემ უცხოეთში სამუშაოდ წასულ დედებს შვილებთან დაბრუნებისკენ მოუწოდა

ილია მეორემ უცხოეთში სამუშაოდ წასულ დედებს შვილებთან დაბრუნებისკენ მოუწოდა

iliaსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უცხოეთში სამუშაოდ წასულ დედებს შვილებთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

პატრიარქის თქმით, ასეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, ადამიანი უმუშევარი არ უნდა იყოს.

„დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი – დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ არ არის სამუშაო, არ არის სამსახური. ეს არ არის სწორი, ამაზე დიდი ქომაგი ადამიანისა, ყველაზე დიდი დამხმარე არის ჩვენი დედამიწა.

ღმერთმა მოგვცა ჩვენ დედამიწა ისეთი მადლიანი, რომ ადამიანი თუ მიწაზე იშრომებს ბედნიერი იქნება. ამიტომ, მინდა მოგმართოთ ყველას და უპირველესყოვლისა მივმართო იმათ, ვინ წასულია, ვინც საზღვარგარეთაა, დაბრუნდით სახლში, სახლში უკეთესია.

საქართველოს მსგავსი ქვეყანა მსოფლიოში არ მოიძებნება. დაბრუნდით და იშრომეთ. ერთმა საქმემ თუ არ გაგიმართლათ, მიხედეთ მეორეს, მესამეს, მეათეს. არ შეიძლება, ასეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, უმუშევარი იყოს ადამიანი. იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი დაბრუნდება საქართველოში და ყოვლადწმინდა ღღისმშობელი დედა დაეხმარება მათ, რომ სიუხვეც ქონდეთ და მადლიც ქონდეთ“, – ბრძანა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი NDI-ს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე:”პროკურატურამ, დეტალურად უნდა აუხსნას საზოგადოებას”