პრეზიდენტი და პირველი ლედი ელისაბედ მეორის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრნენ

პრეზიდენტი თსუ-ის 97-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად დიდი ბრიტანეთის საელჩოში, გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.

გიორგი მარგველაშვილმა ბრიტანელ ხალხს და საქართველოში მცხოვრებ ბრიტანელებს დედოფლის იუბილე მიულოცა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთიბები კიდევ უფრო გაღრმავდება.
მარგველაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ შეტანილი  წვლილისათვის.
ბრიტანეთის საელჩოში გამართულ მიღებას საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები დაესწრნენ.
banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის განცხადებას სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი პასუხობს
შემდეგი სტატიაგუბერნატორებმა ირაკლი ღარიბაშვილს რეგიონებში დაგეგმილი პროექტები გააცნეს