გუბერნატორებმა ირაკლი ღარიბაშვილს რეგიონებში დაგეგმილი პროექტები გააცნეს

რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მხარეებში სახელმწიფო რწმუნებულების შეხვედრის მთავარი თემა.

გუბერნატორებმა მთავრობის მეთაურს, ინფორმაცია მიაწოდეს იმ აქტივობების შესახებ, რომელიც რეგიონების ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად ინიცირებული, სამთავრობო პროგრამების მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება.

სამუშაო შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელიc დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი და პირველი ლედი ელისაბედ მეორის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრნენ
შემდეგი სტატია„ქართველი ხალხი და მთავრობა იმსახურებს აღიარებას, რომ ევროპულ გზაზე კონკრეტულ პროგრესს მიაღწია“