ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი პასუხობს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი აზიმ სადიკოვი აცხადებს, რომ ფონდი ვერ მიიღებს მხედველობაში მართლმსაჯულებასთან და ინდივიდუალური პირების კანონთან მიმართებაში დაკავშირებულ საკითხებს.

სადიკოვის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მართლმსაჯულებასთან და ინდივიდუალური პირების კანონთან მიმართებაში დაკავშირებულ საკითხები მისიის მანდატი არაა.

“საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაერთხელ აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობა. საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა შეასუსტებს ამ ინსტიტუტს, ძირს გამოუთხრის მის სავალუტო და ფინანსური პოლიტიკის სანდოობას და საფრთხეს შეუქმნის ინვესტორთა ნდობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისადმი ერთგულების არაერთხელ დაადასტურებამ განაპირობა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკური დახმარების პროგრამებს.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ბოლო პერიოდში გაკეთებული შეთავაზება ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ჩვენი რეკომენდაციაა, ახლავე გაიმართოს სწორი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და საერთაშორისო ექსპერტებთან. თუ ამ კონსულტაციებით გადაწყდება, რომ ცვლილებები შევიდეს ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში, ნებისმიერმა ცვლილებამ უნდა დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის დაკმოუკიდებლობა და უზრუნველყოს, რომ მისი მმართველობა და ოპერაციები შეესაბამებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ სფეროში დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს”, – აღნიშნულია სადიკოვის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მას სთხოვა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ. ექსპრემიერის თქმით, მან ამის გამო მთავარი პროკურატურიდან განცხადება, რომელიც „ქართუ ბანკის“ საქმეს უკავშირდებოდა, პირადი გადაწყვეტილებით გამოიტანა.

“მათ იცოდნენ, რომ კანონი დაარღვია და ის დასაჭერია. მას არ უთქვამს რომ დასაჭერია არაა, ჩვენ ვიცით რომ ის დასაჭერია, იქნებ აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია, რომ გავაკეთო და პროკურატურიდან საქმე გამოვიტანე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა. რაც შეეხება საერთო საქმეებს, მე განვმარტე, რომ თუ მას სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვს რაიმე დარღვევა, მე ხელს ვერ დავაფარებ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება სავალუტო ფონდთან ურთიერთობაში ხელის შემშლელი არ იქნება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი და პირველი ლედი ელისაბედ მეორის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრნენ