პოლონელები ჰოლოკოსტის შესახებ ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის განცხადებით გაბრაზებულები არიან

    პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს ელჩი ვარშავაში დაიბარა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ჯეიმს კომის მიერ ჰოლოკოსტზე გამოთქმული მოსაზრებების გამო.
    უწყების ხელმძღვანელები აღაშფოთა იმან, რომ სტატიაში, რომელიც Washington Post-ში გამოქვეყნდა, კომმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეები ზოგიერთი პოლონელებიც იყვნენ.
    საგარეო უწყებასთან საუბრის შემდეგ აშშ-ს ელჩმა პოლონეთში განაცხადა, რომ ჰოლოკოსტზე „პასუხისმგებლობას მხოლოდ ნაცისტური გერმანია იღებს.“
    6 მილიონი პოლონელი იქნა მოკლული ოკუპაციის პერიოდში.
    Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჯეიმს კომმა დაწერა: „მკვლელები და მათი გერმანელი, პოლონელი და უნგრელი თანამზრახველები გულის სიღრმეში არ თვლიდნენ, რომ ისინი დანაშაულს ჩადიოდნენ. მათ დაარწმუნეს საკუთარი თავი იმაში, რომ სამართლიან საქმეს ემსახურებიან, რომელიც ასევე აუცილებელი საქმეა.“
    სტატიაში ნახსენებია „ფალსიფიცირებული ისტორია“.
    ეს არის ის სიტყვები, რომელმაც პოლონეთში ქარიშხალი ატეხა.
    პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსგავსი გამონათქვამები იმ ათასობით პოლონელის შეურაცხყოფაა, რომლებიც ებრაელებს ეხმარებოდნენ.
    „მათ, ვისაც ისტორიული სიმართლის წარმოდგენა არ შეუძლია, მინდა ვუთხრა, რომ პოლონეთი დამნაშავე კი არა, მსხვერპლი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. მინდა, რომ ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ამ საკითხზე აზრს გამოთქვამენ, ისტორია იცოდნენ“ – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა ევა კოპაჩმა.

    banner
    წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე მოსახლეობას გამოტოვებული აცრების შემთხვევაში, პოლიკლინიკაში მისვლისკენ მოუწოდებს
    შემდეგი სტატიაკლარკსონი: იმ დღეს განვიცდიდი იმას, რომ კიბოთი ვარ დაავადებული