კლარკსონი: იმ დღეს განვიცდიდი იმას, რომ კიბოთი ვარ დაავადებული

მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ბრიტანული ტელეგადაცემის Top Gear წამყვანმა ჯერემი კლარკსონმა თქვა, რომ იმ დღეს, როცა გადაცემის პროდუსერს დაარტყა ის ფიქრობდა, რომ მას შესაძლებელია კიბო აქვს.
თავის სვეტში გაზეთ Sunday Times-ში კლარკსონმა დაწერა, რომ ეს ყველაზე სტრესული დღე იყო მისთვის 27 წელი ბიბისიზე მუშაობის განმავლობაში. ინციდენტამდე რამდენიმე ხნის წინ მას ენაზე წამონაზარდი გაუჩნდა, თუმცა მოგვიანებით ექიმებმა თქვეს, რომ ეს საშიში არ იყო.
10 მარტს პოპულარული წამყვანი ტელე-ეთერს ჩამოაშორეს „არაპროვოცირებული თავდასხმის“ გამო, რომელიც მან გადაცემის პროდუსერზე ოშინ ტაიმზე მოახდინა.
კლარკსონი წერს: „შემთხვევამდე ორი დღით ადრე ჩემმა ექიმმა სრულიად სერიოზული კილოთი გამომიცხადა, რომ ენაზე წამონაზარდი მაქვს და რომ ეს სავარაუდოდ, კიბოა და რომ სასწრაფოდ უნდა გამიარო გამოკვლევები. გამოკვლევების გაკეტება გადაღებების გამო არ შემეძლო. Top Gear ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო.“
ის ასევე ყვება იმაზე, თუ როგორ ერთგულად მუშაობდა საყვარელ გადაცემაზე განქორწინების და დედის გარდაცვალების მიუხედავად, ყვება განცდებზე თუ რას ნიშნავს მისთვის ამ გადაცემიდან წამოსვლა.
„ის ყველაფრის შთანმთქავი არსება იყო, გლობალური საშინელება ბევრი ეკლებით, არანორმალური და მოუხერხებელი, მაგრამ მე ის საშინლად მიყვარდა. მიყვარდა ისე, როგორც საკუთარი შვილი… საშინლად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც დავკარგე დედა და სახლი, ამ საქმეში ვიყავი ჩარგული თავით, ახლა კი, როგორც უკანასკნელმა იდიოტმა, ისიც დავკარგე“ – წერს კლარკსონი.
მარტში ბიბისის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, კლარკსონი ტელე-ეტერს ჩამოაშოროს, მის თაყვანისმცემლებში დიდი ხმაური გამოიწვია. პეტიციას, რომ დააბრუნოს მათი საყვარელი წამყვანი, მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
ბიბისის გადაწყვეტილებით ჯერემი კლარკსონს კონტრაქტი არ აღუდგება.

banner
წინა სტატიაშიპოლონელები ჰოლოკოსტის შესახებ ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის განცხადებით გაბრაზებულები არიან
შემდეგი სტატიადაღესტანში ბოევიკების წინააღმდეგ ოპერაცია ისევ გრძელდება