პესკოვმა პუტინის ავადმყოფობას ,,გაზაფხულის გამწვავება,, უწოდა

პუტინის ავადმყოფობის შესახებ გაკეთებულ ინფორმაციას, მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ,,გაზაფხულის გამწვავება,, უწოდა.

,,როგორც კი  გაზაფხულზე  გამოდის მზე და ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებს… იწყება გამწვავება… ამ გამწვავების ფონზე ზოგს სეჩინის გადადგომა ელანდება, ზოგს მთავრობის და ზოგიც რამდენიმე დღე პუტინს ვერ ხედავს ტელევიზორში,,  განაცხადა პესკოვმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომლის ავადმყოფობის შესახებ გუშინ სააგენტო ,,როიტერმა,, გაავრცელა ინფორმაცია, 5 მარტის შემდეგ ტელევიზიით არ გამოჩენილა და მისი მონაწილეობით დაგეგმილი სამი ქვეყნის ლიდერის შეხვედრაც, რომელიც დღეს 12 მარტს ყაზახეთში უნდა გამართულიყო… გაურკვეველი მიზეზებით გადაიდო.

banner
წინა სტატიაშირა ერქმევა ევრაზიულ ვალუტას… ალტინი თუ ევრაზი?
შემდეგი სტატიაყაზანში დამწვარი სავაჭრო ცენტრის მეპატრონეს ემუქრებოდნენ