რა ერქმევა ევრაზიულ ვალუტას… ალტინი თუ ევრაზი?

ევრაზიული კავშირის ქვეყნები, რომელთაც ხელშეკრულებით ეკონომიკური და საბაჟო კავშირები აერთიანებთ, აქტიურად განიხილავენ ამ კავშირის ფარგლებში ერთიანი მონეტარული კავშირის შექმნასა და ერთიანი ვალუტის შემოღებასაც კი…

ყაზახეთში გასულ წელს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლამდე უნდა შექმნილიყო ევრაზიული კავშირის ცენტრალური ბანკი და ამ კავშირის ერთიანი ვალიუტა, რომელიც ძირითადად რუსეთის და ყაზახეთის ენერგოექსპორტის აქტივებით გამყარდებოდა… თუმცა ბოლო დროს შექმნილმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ და ევრაზიულ ქვეყნებში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გადააწყვეტინა, გასულ სამშაბთს რუსული ცენტრობანკისათვის დაევალებინა, რომ მან ამა წლის 1 სექტემბრამდე დაადგინოს ევრაზიული ქვეყნებისათვის საერთო ვალუტის შემოღების მიზანშეწონილობა…

სამუშაო დასახელება ევრაზიული ვალუტისა, გახლავთ ,,ალტინი,, (ალთინი) რაც ბევრ აღმოსავლურ ენაზე ოქროს ნიშნავს… თუმცა განიხილავენ მეორე ვარიანტსაც, ,,ევრზ,,ს (მსგავსად ევროსი).

მიუხედავად იმისა, რას დაარქმევენ ევრაზიულ ვალუტას… ექსპერტების აზრით, ის დიდწილად იქნება დამოკიდებული რუსულ რუბლზე და წლები დასჭირდება მას, რომ ამ ვალუტის ნეგატიური ზეგავლენისაგან განთავისუფლდეს.

 

banner
წინა სტატიაშიდღეს ეკონომიკური გუნდი თავის ხედვას კომიტეტზე წარადგენს
შემდეგი სტატიაპესკოვმა პუტინის ავადმყოფობას ,,გაზაფხულის გამწვავება,, უწოდა