“პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეხმაურება ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის პირადი ცხოვრების განხილვას და სენსიტიურ ინფორმაციაზე ირიბ თუ პირდაპირ მითითებას, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გადაცემა “არჩევანის” ეთერში და შემდგომ უკვე სხვადასხვა მედიასაშუალებაში მიმდინარეობს.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა მიმართ (როგორიცაა სქესობრივი ცხოვრება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი, ეთნიკური კუთვნილება და სხვა) მოქმედებს დაცვის მაღალი სტანდარტი.
მიუხედავად პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებისადმი არსებული მაღალი საჯარო ინტერესისა, დისკუსიაში ჩართულ ყველა მხარეს ვთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებისგან სენსიტიურ ინფორმაციაზე პირდაპირი თუ ირიბი ფორმით მითითების დროს და პატივი სცენ, როგორც გარდაცვლილი პირების, ისე – მათი ოჯახის წევრების ღირსებას”, – ნათქვამია განცხადებაში.