რუსეთის ჯარი უკრაინის კონფლიქტში არ მონაწილეობს – აცხადებს მარი ლე პენი

marine-le-pen იქმნება შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთში ოპოზიციის ლიდერები, ნიკოლა სარკოზი და მარი ლე პენი, ერთმანეთს ეჯიბრებიან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, უკრაინის ხელისუფლებისა და აშშ-ს დადანაშაულებაში. ისინი თითქმის ყოველდღიურად ეხმიანებიან ამ საკითს და სულ უფრო და უფრო მეტად იჭერენ კონფლიქტში რუსეთის მხარეს. ამჯერად ლე პენმა გამოიჩინა თავი.
,,უკრაინული კრიზისის მოგვარება, მხოლოდ ამ ქვეყნისათვის ნეიტრალური სტატუსის მინიჭების შემთხვევაშია შესაძლებელი,, აცხადებს ფრანგული ოპოზიციური ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარი ლე პენი. პოლიტიკოსის განცხადებით, უნდა გავიგოთ, რომ კონფლიქტს, სწორედ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა უდევს საფუძვლად.
მარი ლე პენის განცხადებით, უკრაინაში სამოქალაქო ომი მიდის და იქ არანაირი რუსული ჯარები არ მონაწილეობენ.
,,ჩვენ იძულებული ვართ საქმე დავიჭიროთ უკრაინის ისეთ ხელისუფლებასთან, რომელიც უკანონოდ, რევოლუციის გზით არის მოსული და ახლა დონეცკისა და ლუგანსკის მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. ეს სამხედრო დანაშაულია და ამაზე ადამიანის უფლებათა დამცველებმა ხმა უნდა ამოიღონ, ამის ნაცვლად კი ჩვენ საპირისპირო განცხადებები გვესმის მედიაში,, აცხადებს ლე პენი
ნატოზე და აშშ-ზე საუბრისას კი, ლე პენი აცხადებს, რომ აშშ ევროპაში ნამდვილი ომის პროვოცირებით არის დაკავებული. ,,აშშ-ს დიდი ხანია უნდა გააძლიეროს გავლენა აღმოსავლეთ ევროპაში და რუსეთის საზღვრებს მიადგეს ნატოს ჯარით და ამაში უკრაინაც ჩაითრიეს,, აცხადებს ლე პენი

banner
წინა სტატიაში„რუსთავი2″-მა დადოს FBI-ის დასკვნა და დაასახელოს კონკრეტული პირი ვინც ეს დოკუმენტი მიაწოდა–ხათუნა ხოფერია
შემდეგი სტატიაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს