პატრიარქმა რიჩარდ ნორლანდს საქართველოში მსახურისთვის მადლობა გადაუხადა

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბადებიდან 82 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. წირვის ბოლოს პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და სვეტიცხოვლობა მიულოცა.
პატრიარქმა შესთხოვა უფალს, წმინდა მოციქულების ლოცვით, მათი შუამდგომლობით, გარდამოგვივლინოს სულიწმინდის მადლი და ეს მადლი მოეფინოს საქართველოს.
უწმინდესის თქმით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაფლულია ქრისტეშობამდე 600 წლით ადრე ებრაელების მიერ ჩამოტანილი წმინდა ილია თებზიტელის ხალენი და ასევე აქ არის დაკრძალული უფლის კვართი.
“იმდენად სათაყვანებელია სვეტიცხოველი, რომ წმინდა მეფე მირიანმა უარი თქვა გარდაცვალების შემდეგ აქ დაეკრძალათ. აი დღეს, ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს, მუხლს ვიდრეკთ და თავს ვიხრით იქ, სადაც დაკრძალულია საქართველოს მეფეები და მრავალი მოწამე. შევთხოვთ უფალს, მათი მეოხებით 12 მოციქულის ლოცვებით მშვიდობა მოგვმადლოს ჩვენ და მთელ მსოფლიოს”, – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა მიმართა ტაძარში მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს და მადლობა გადაუხადა საქართველოში მსახურებისათვის.
“მოხარული ვართ, რომ ჩვენს წირვას ესწრება ამერიკის ელჩი სქართველოში მეუღლესთან ერთად. გულითადად მივესალმებით მათ. ელჩი ამთავრებს მოღვაწეობას და მიემგზავრება ამერიკაში. ვუსურვებთ წარმატებას და მადლობას ვუხდით იმ დახმარებისთვის, რასაც აკეთებდა საქართველოში”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა შესთხოვა უფალს სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში. ასევე მღვდლები ოქროს ჯვრის ტარების უფლების დააჯილდოვა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ მოქალაქეებისთვის ქონების იძულებით ჩამორთმევის კიდევ 5 ფაქტი გახსნა