პარიზის რესპუბლიკის მოედანზე ხალხმრავლობაა

პარიზის რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებში ხალხმრავლობაა. მოედანზე მილიონ ადამიანს ელოდებიან. პარიზში მყოფი მსოფლიო ლიდერები კი ამ წუთებში ელისეის სასახლეში ქვეყნის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს ხვდებიან. შეხვედრის დასრულებისთანავე ისინი აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის მოედანზე შეუერთდებიან და მსვლელობაც დაიწყება.

მსვლელობა პარიზში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. აქციის მონაწილეები 3 კილომეტრს ფეხით გაივლიან და ეროვულ მოედანზე გაჩერდებიან.

საფრანგეთის დედაქალაქში კი უსაფრთხოების უმაღლესი ზომებია მიღებული. სპეციალური საშვების გარეშე პარიზში გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.

banner
წინა სტატიაშიტერორისტის ვიდეო მიმართვა, რომელშიც ის დაგეგმილი ტერაქტების მიზეზებს ხსნის
შემდეგი სტატიათბილისის „ოლიმპიურ ქალაქში“ ხანძარია