ტერორისტის ვიდეო მიმართვა, რომელშიც ის დაგეგმილი ტერაქტების მიზეზებს ხსნის

ინტერნეტით ერთ–ერთი პარიზელი ტერორისტის ვიდეო მიმართვა გავრცელდა. ამედი კულიბალი, რომელმაც ორი დღის წინ ქალაქის სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა, დაგეგმილი თავდასხმების მოტივებზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცია და ებრძვის ისლამის მტრებს.

ვიდეო მასალა 7 წუთიანია და კადრებში ის არაბულ ენაზე ლაპარაკობს და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ფონზე პოზირებს. ამედი კულიბალი ფრანგმა სპეცრაზმელებმა მძევლების გათვისუფლების ოპერაციის დროს მოკლეს.

შტურმის დაწყებამდე ტერორისტმა ერთ–ერთ ფრანგულ არხს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ამ თავდასხმით მან შური იძია ფრანგ სამხედროებზე ახლოაღმოსავლეთსა და მალიში მათი ქმედებებისთვის.

banner
წინა სტატიაში“კარფურის” ვებ-გვერდის გატეხვასთან დაკავშირებით გამოძიება 284-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო
შემდეგი სტატიაპარიზის რესპუბლიკის მოედანზე ხალხმრავლობაა