პარიზის პროკურატურამ Volkswagen-ზე საქმე აღძრა

პარიზის პროკურატურამ ავტოკონცერნ Volkswagen-ზე მასშტაბური თაღლითობის მუხლით საქმე აღძრა. საქმე ეკოლოგიურ ტესტებს ეხება. ამის შესახებ სააგენტო AFP იტყობინება. რამდენიმე ხნით ადრე რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა, რომლის ცენტრიც პარიზია, ავტოკონცერნზე საჩივარი შეიტანა.
ავტოკომანია გამოტყდა, რომ მილიონობით დიზელის ავტომობილზე დამონტაჟებული იქნა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გარემოს დაბინძურების მაჩვენებელს ამცირებდა. საფრანგეთში სკანდალი დაახლოებით 950 ათას მანქანას შეეხო. სკანდალის გამო Volkswagen-ის გენერალური დირექტორი იძულებული გახდა გადამდგარიყო.
კონცერნის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყეს გერმანიასა და აშშ-ში. ასევე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს Volkswagen-ის პირველმა აქციონერმა მიმართა, რომელიც მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ორშაბათიდან შვეიცარიაში Volkswagen-ის გაყიდვა იკრძალება.

banner
წინა სტატიაშიApple-მა ჭკვიანი ბეჭედი დააპატენტა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფალი მედია არის თანამედროვე საქართველოს უზენაესი ღირებულება