ოქტომბერში საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური არჩევნები ჩატარდება

თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ მას შეუწყდება საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილება, რის გამოც საგარეჯოში შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს. ეს არჩევნები სავარაუდოდ ოქტომბერში ჩატარდება.

ამის შესახებ განცხადება დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გააკეთა. თამარ ჟვანიას განმარტებით, თუკი პარლამენტის წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდება, პარლამენტის შუალედური არჩევნები იმავე წლის ოქტომბერში იმართება.

საგარეჯოს გარდა, შუალედური არჩევნები წელს მარტვილშიც ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ვაზაგაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“სამი ამბავი მინდა დავწერო თბილისისკენ მომავალმა” -ხიდაშელი საზოგადოებას მიმართავს