პროკურატურა ვაზაგაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს პროკურატურა იური ვაზაგაშვილის საქმეზე მიღებულ გენეტიკური ექსპერტიზის შედეგებს ასაჯაროებს.  საქართველოს პროკურატურიდან ცნობით, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინა, რომ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლის რ. ასანიძის გენეტიკური პროფილი არ არის ნივთმტკიცებებზე, შესაბამისად, 2015 წლის 20 იანვარს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელყუმბარის ამფეთქი ფალიის სახელურზე აღმოჩენილი დნმ-ი არ ეკუთვნის რ. ასანიძეს.
“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, 2015 წლის 25 აპრილს, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლის – როინ ასანიძისაგან დაცვის მხარისა და დაზარალებული მხარის წარმომადგენლების თანდასწრებით, აღებული იქნა დნმ-ის ნიმუში, რომელიც საექსპერტო კვლევისათვის გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს. 2015 წლის 28 აპრილს, გ. სოსანაშვილის ადვოკატისა და გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილის წარმომადგენლის თანდასწრებით საექსპერტო ბიუროში გაიხსნა მთავარ პროკურატურაში მათივე თანდასწრებით დალუქული დნმ-ის ნიმუში და ჩაუტრდა გენეტიკური კვლევა. ამრიგად, ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დადასტურდა, რომ ნივთმტკიცებაზე აღმოჩენილი მეორე დნმ-პროფილი არ ეკუთვნის შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელს, როგორც ამას სოსანაშვილი და მისი ადვოკატი საჯაროდ აცხადებენ და ყველასათვის ნათელია, რომ ბრალდებულ გ. სოსანაშვილისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ჯოგლიძის განცხადებები იყო და არის ტყუილი, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, მიზნად ისახავს მხოლოდდამხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების უსუსურ მცდელობას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: ლარის გაცვლით კურსზე მოქმედებს ძალიან ბევრი ფაქტორი
შემდეგი სტატიაოქტომბერში საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური არჩევნები ჩატარდება