ოპერისა და ბალეტის თეატრის მოწვეული დირიჟორი პოსტს ტოვებს

ოპერისა და ბალეტის თეატრის მოწვეული დირიჟორი პოსტს ტოვებსოპერისა და ბალეტის თეატრის მოწვეული დირიჟორი პოსტს ტოვებს. 12 თებერვალს ჯანლუკა მარჩანო პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტს უდირიჟორებს, რომელიც, დირიჟორის თქმით, მისთვის გამოსამშვიდობებელი საღამო იქნება.

მაესტრო ამბობს, რომ მისი ხედვა ოპერისა და ბალეტის თეატრში არსებულ ვითარებას არ ემთხვევა.

დირიჟორი თეატრების შესახებ კანონსაც აკრიტიკებს, რომლის მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრის მუსიკალური დირექტორიც ხდება.

როგორც მარჩანო ყვება, საკუთარი პოზიციის გასაცნობად მას კულტურის მინისტრთანაც სურდა შეხვედრა, თუმცა, შეხვედრა ვერ შედგა. თავად მიხეილ გიორგაძე კი აცხადებს, რომ დირიჟორს მისთვის შეხვედრის თხოვნით არ მიუმართავს.

ჯანლუკა მარჩანო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მთავარ დირიჟორად 2010 წლიდან იყო მოწვეული.

banner
წინა სტატიაში„მის ამაზონი 2015“ სკანდალურად დასრულდა
შემდეგი სტატიარა შინაარსის წერილი გაუგზავნა დავით კილასონიამ ლაშა სამხარაძეს–ინგა ქარდავა სკანდალურ წერილს ასაჯაროვებს