ოთხმა ქარხანამ ყურძნის ჩაბარება ოფიციალურად გამოაცხადა

კახელი გლეხები ყურძნის ფასების გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მევენახეები მასშტაბური აქციებისთვის ემზადებიან, მათი ნაწილის განმარტებით კი, თუ ვითარება არ შეიცვალა, სხვა გზა არ დარჩებათ და ვენახის გაჩეხვა მოუწევთ. მორიგი შეკრება გურჯაანში ხვალისთვის იგეგმება, თუმცა პარალელუარად უკვე გაიხსნა ყურძნის ჩამბარებელი 4 ქარხანა.

ღვინის სახელმწიფო ქარხანა ”გრუზინპრომის” ხელმძღვანელის განმარტებით, სუბსიდიის ჩათვლით თეთრი ყურძენი იქნება 60 თეთრი, საფერავის ჯიშის ყურძენი კი 75 თეთრი.

„ამ ეტაპისთვის ეს სახელმწიფო კომპანიის ფასია. შესაძლოა კერძო კომპანიებმა სხვა ფასად მიიღონ. ჩვენ მათ კონკურენციას არ გავუწევთ. ამ ეტაპზე კერძო კომპანიებიც ახორციელებენ მიღებას და გადამუშავებას, თავისი მოთხოვნის შესაბამისად მიიღებენ ყურძენს, ხოლო დარჩენილი ყურძენს ჩაიბარებს სახელმწიფო. არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი,” – აცხადებს გელა ბეზარაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: საქართველოს კონსტიტუცია კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი
შემდეგი სტატიაზურაბ მელიქიშვილი: ლარის მთავარი პრობლემა საქართველოს უნიათო მთავრობაა