ზურაბ მელიქიშვილი: ლარის მთავარი პრობლემა საქართველოს უნიათო მთავრობაა

ნიშნავს თუ არა წარმატებას თქვენი მმართველობის პირველსავე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 700 მილიონით გარღვევას?!

”ლარის მთავარი პრობლემა საქართველოს უნიათო მთავრობაა” – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას.

დეპუტატს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ბოლო 3 წლის განმავლობაში ისეთი რეგულაციები მიიღო რომელიც ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას უშლის ხელს.

”ლარის მთავარი პრობლემა საქართველოს დღევანდელი მთვრობაა.მათი არადექვატურობა, უნიათობა. მათ გეგმა საერთოდ არ გააჩნიათ, არ იციან როგორ უნდა დაძლიონ გამოწვევები. შემცირებულია ექსპპორტი ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს მის გასაზრდელად. ბოლო 3 წლის განმავლობაში მიიღეს უაზრო რეგულაციები, რომელიც პირდაპირ აჩერებს ინვესტიციებს,”- განაცხადა კურიერთან საუბრისას ზურაბ მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოთხმა ქარხანამ ყურძნის ჩაბარება ოფიციალურად გამოაცხადა
შემდეგი სტატიაოთარ დანელია: ქართველი კაცისთვის ვაზის გაჩეხვა თუ ასეთი ადვილია, ის ვაზს ნამდვილად არ იმსახურებს