ნუგზარ წიკლაური სკამდალურ ინფორმაციას აქვეყნებს და მოსამართლეს მიმართავს

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

ნუგზარ წიკლაური მოუწოდებს მოსამართლეს, არ შეასრულოს იმ მთავრობის მითითება, რომელსაც მისი თქმით, დასასრულამდე თითზე ჩამოსათვლელი დრო აქვს დარჩენილი.
როგორც “თაიმერს” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს, დღეს, ოზურგეთის საქალაქო სასამართლოში პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო მჟავანაძისა და აქტივისტების – ილია მალაზონიასა და ბესო ქათამაძის სასამართლო პროცესი იმართება. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნუგზარ წიკლაური მოსამართლეს მოუწოდებს არ დააკანონოს უსამართლობა და სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების დევნა.
“დაახლოებით 10 დღის წინ, როცა პრემიერი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა, ეს ადამიანები დაიჭირეს, რადგან მათ თავისუფალი აზრი გამოხატეს და საცხოვრებელ სახლზე შემდეგი შინაარსის ბანერი გაშალეს – “მატყუარა მთავრობა”. მხოლოდ ამის გამო ნამდვილი კრიმინალური დრამა გათამაშდა – თითქოს ადგილობრივ პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და დააპატიმრეს. მჟავანაძე, მალაზონია და ქათამაძე მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა ოზურგეთი დატოვა.
სიტყვის თავისუფლების დევნამ რეგულარული სახე მიიღო საქართველოში, რაც ძალიან საგანგაშოა. მოვუწოდებთ მთავრობას იზრუნოს იმ პრობლემებზე, რაც მათი უნიათობის გამო ქვეყანაში შეიქმნა. ასევე, მინდა მოვუწოდო მოსამართლე სტურუას, რომელიც დღევანდელ საქმეს განიხილავს, არ დააკანონოს თავისუფალი სიტყვის დევნა და არ შეასრულოს იმ მთავრობის მითითება, რომელსაც დასასრულამდე თითზე ჩამოსათვლელი დრო აქვს დარჩენილი”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაში“მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებს ვთხოვო, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს”
შემდეგი სტატიაოფიციალური მონაცემებით, ქვეყნიდან კაპიტალის გადინება 2013 წლიდან გაიზარდა