“მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებს ვთხოვო, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს”

გივი თარგამაძის დაკითხვას, პარლამენგის თავმჯდომარეო გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეების მიერ პროტესტის გამოხატვა ქუჩაში გამოსვლით, მათი უფლებაა და ამიტომ ამ უფლებას ხელი არ უნდა შეეშალოს.

უსუფაშვილი საკონსტიტუციო სამართლოს თამჯდომარის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გიორგი პაპუაშვილი ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე აქვე აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს ვერავინ წაართმევს უფლებას, თავიანთი უფლებების რეალიზება მოახდინონ.

მისივე თქმით, ყველამ უნდა შეძლოს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს ხელი არ შეეშალოს.

“საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა თავისი პროტესტი ქუჩაში გამოსლვით გამოეხატა. მინდა ყველას, მათ შორის მოსამართლეებს ვთხოვო, რომ პატივი ვცეთ ადამიანების უფლებებს. თუ ადამიანებს რაიმე აქვთ სათქმელი, შეუძლიათ ეს ქუჩაში გამოსვლით გამოხატონ. ასევე მივმართავ მოქალაქეებს, პატივი სცენ სასამრთლოების დამოუკიდებლობას. ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ მართლსმაჯურლების გამხორციელებას ხელი არ შევუშალოთ. ასე, რომ მე აქ რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ. შევეგუოთ იმას, მათ შორის პირველ რიგში მოსამართლეები, რომ ძალიან ხშირად ჩვენი გადაწყვეტილებები მოწონებული არ იქნება და იქნება კრიტიკა. სასამართლოებში ადამიანები არ მიდიან იმისთვის, რომ მერე ერთად ბედნირები გამოვიდნენ იქიდან”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

გიორგი პაუაშვილმა გიორგი უგულავას საქმესთან დაკავშირები გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომ გარკვეული ადამიანების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლა ხდება.

banner
წინა სტატიაში21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური სკამდალურ ინფორმაციას აქვეყნებს და მოსამართლეს მიმართავს