„ნორვეგია – როგორც ეკონომიკურად აყვავებული ქვეყნის სანიმუშო მაგალითი, ჩვენი ახლო პარტნიორია“

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნორვეგიის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი ნორვეგიის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.
„ჩვენ ვისაუბრეთ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და „არსებითი პაკეტის“ განხორციელების მიმდინარეობაზე, რომლის იმპლემენტაციაში ნორვეგიას სერიოზული წვლილი შეაქვს: ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში, ხელმძღვანელი ნორვეგიელი სამხედრო იქნება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრის თმით, შეხვედრაზე განხილული იქნა  საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგი. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგია არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, იგი აქტიურად არის ჩართული საერთო-ევროპულ პროცესებში და მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს ევროკავშირთან.
გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ნორვეგიის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„ნორვეგიელმა მინისტრმა ერთ-ერთმა პირველმა დაგმო რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის დადებული ე.წ. „ხელშეკრულებები“. დღეს ბატონი ბრენდე ბრძანდებოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთში, სადაც თავად იხილა რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები. ნორვეგია – როგორც დემოკრატიული, სტაბილური და ეკონომიკურად აყვავებული ქვეყნის სანიმუშო მაგალითი, ჩვენი ახლო პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს საერთო ინტერესები და მისწრაფებები. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
banner
წინა სტატიაში„ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს“
შემდეგი სტატია,,თაიმერის” ინფორმაციაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაცხადებას ავრცელებს