,,თაიმერის” ინფორმაციაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაცხადებას ავრცელებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო სოციალური ქსელით გავრცელებულ ცნობას, გეოგრაფიის რუსულენოვან სახელმძღვანელოებში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოხსენიებაზე დეზინფორმაციას უწოდებს.

მსგავსი ლიტერატურის საგანმანათლებლო სისტემაში ჩაშვებას სამინისტრო კატეგორიულად გამორიცხავს.

“საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლობენ მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილი გრიფირებული სახელმძღვანელოებით, რომელშიც მსგავსი შინაარსის ინფორმაცია არსად არის დაფიქსირებული. სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რომელიმე რუსულენოვანი ლიტერატურა საქართველოში ნამდვილად გაჩნდა, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ის სასწავლო პროცესისთვის არის განკუთვნული. სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია მიანიშნებს ერთ-ერთ კერძო სკოლაზე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, როგორც საჯარო, ასევე კერძო, მათ შორის რუსული სექტორის სკოლები გრიფირებული სახელმძღვანელოებით სწავლობენ თუმცა, აღნიშნული კერძო სკოლის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, დამატებითი გამოიწერა გეოგრაფიის ატლასი, რომლის საქართველოში ჩამოსვლის შემდგ, მასში დააფიქსირა ცდომილებები და მიიღო გადაწყვეტილება არ გამოეყენებინა სასწავლო პროცესში. სამინისტროს ხაზგასმით განმარტავს, რომ კერძო სკოლების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელბეს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი. შესაბამისად, მსგავსი მასალის სასწავლო პროცესში ჩაშვების შემთხვევაში, ამ სამსახურების მიერ აუცილებლად იქნება შემოწმებული, გამოვლენილი და სკოლას შესაბამისი სანქციები დაეკისრება”, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ ,,თაიმერმა” დღეს გამოქვეყნა შემდეგი შინაარსის ინფორმაცია:
,,ფეისბუქის,, მომხმარებლების მიერ სოციალურ ქსელში ვრცელდება რუსული სკოლებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს ფოტოები…

,,ფეისბუქში,, გავრცელებული ინფორმაციით, ამ სახელმძღვანელოთი საქართველოში არსებული რუსული სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ. საუბარია მეშვიდე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოზე (ატლასზე) სადაც ევროპულ ქვეყნების სიაში მოხსენიებულია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი….

 

როგორც ფოტოებიდან ჩანს, სახელმძღვანელო რუსეთში, მოსკოვში, საგამომცემლო ცენტრ ,,ვენტანტა-გრაფ,,-ში 2015 წელსაა დაბეჭდილი… საინტერესოა მოცემული წიგნი საქართველოში არსებული რუსული სკოლების მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოდ განათლების სამინისტრომ დაუშვა… თუ საქმე გვაქვს კონკრეტული პირების თვითნებურ გადაწყვეტილებასთან?

atlas7-1atlas-7-2atlas-7

banner
წინა სტატიაში„ნორვეგია – როგორც ეკონომიკურად აყვავებული ქვეყნის სანიმუშო მაგალითი, ჩვენი ახლო პარტნიორია“
შემდეგი სტატიაგორში სამგზავრო ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა