ნოდარ ხადური: საქართველოში არის ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო

სავლუტო ფონდი

საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება – ამ სახელწოდების მე-4 კონფერენცია გაიხსნა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“. კონფერენცია საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გახსნა.

მოწვეულ ექსპერტებს, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ნოდარ ხადურმა მიაწოდა ინფორმაცია, თუ რას აკეთებს მთავრობა ინვესტიციების მოსაზიდად.

„მე მოვახდენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის სიტყვების ციტირებას, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო და ის მოუწოდებს ინვესტორებს, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ განახორციელონ თავის საქმიანობა“, – განაცხადა ფინანასთა მინისტრმა. ნოდარ ხადურს ამის დასტურად მოყავს ბიზნეს ფორუმი, რომელიც საქართველოში სამ კვირაში ჩატარდება.

კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანიაც დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიბელორუსის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრმა მიიღო
შემდეგი სტატიაMercedes-ის ჩინელი მწარმოებლები 56, 5 მილიონი დოლარით დააჯარიმეს