ბელორუსის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრმა მიიღო

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს პრემიერმინისტრმა მიიღო. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მხარეებმა რამდენიმე სამთავრობოთაშორისი შეთანხმება გააფორმეს.

მანამდე კი ბელორუსის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა მიიღო. ავლაბრის რეზიდენციაში საზეიმო დახვედრის, მოლაპარაკებებისა და რამდენიმე მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

“ჩვენ ვეცდებით უახლოეს მომავალში მოვძებნოთ მცირე პასუხი კითხვაზე რა ნაბიჯი შეიძება გადაიდგას იმისთვის, რომ შეწყდეს არამარტო ეს რიტორიკა არამედ მოხდეს პოზიციების დაახლოება და ვიცხოვროთ ერთ ოჯახში. როგორც ეს ერთ დროს იყო. პრობლემა დგას არა ბელორუს, ქართველ და რუს ხალხს შორის არამდე არის პრობლემა მაღალ პოლიტიკურ დონეზე. არის საჭირო კონკრეტული ამოცანების დასახვა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. ჩვენი პოზიცია არ აღიარებასთან დაკავშირებით ურყევი და უცვლელია, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს აქ არ ჩამოვიდოდი,” – განაცხადა ლუკაშენკომ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ლუკაშენკო: გონიერი ადამიანები ვართ და თანამშრომლობის სქემებს მოვძებნით
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: საქართველოში არის ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო