Mercedes-ის ჩინელი მწარმოებლები 56, 5 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

unnamed (2)ჩინეთში კომპანია Daimler, რომელიც Mercedes-ის მწარმოებელია, 56, 5 მილიონი დოლარით ანტიმონოპოლური კანონის დარღვევისთვის დააჯარიმეს.
კომპანიას ჯარიმა იმიტომ დაეკისრა, რომ ავტომწარმოებელი დილერებს მანქანებსა და მის ნაწილებზე მინიმალური ფასის დაწესებას აიძულებდა. საუბარი Mercedes-ის S და E კლასის მოდელებზე.
Daimler-ი მანქანების თავისუფალ სავაჭრო ბაზარზე დამნაშავედ ჯერ კიდევ აგვისტოში ცნეს, მაგრამ ჯარიმის თანხა 8 თვის შემდეგ გამოცხადდა.
გასულ წელს დაჯარიმდნენ ასევე ჩინური მწარმოებლები Volkswagen და Fiat Chrysler.
ეს პირველი მაგალითია, როცა ჯარიმა ფიქსირებული თანხის გამო დაწესდა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: საქართველოში არის ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო
შემდეგი სტატიალავროვი: ისლამური სახელმწიფო რუსეთის მთავარი მტერია