ნოდარ ხადური: მიკვირდა აქამდე რომ გაძლეს ერთად

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” იმგვარი სიმბიოზი იყო, რომ მას უკვირდა აქამდეც როგორ გაძლეს ერთად. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნოდარ ხადურმა “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებული მოვლენების კომენტირებისა განუცხადა.
კითხვაზე, როგორ აფასებს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში შექმნილ მდგომარეობას, როდესაც რამდენიმე წევრი პარტიიდან წავიდა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ეს მათი შიდაპარტიული საქმეა.
“თუმცა მე მიკვირდა, იმგვარი სიმბიოზი იყო, აქამდე რომ გაძლეს ერთად”, – განაცხადა ხადურმა.
რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს, ამავე საკითხის კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით დეტალები არ იცის.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ყველაფერი არ არის ცნობილი.
“ვნახოთ, მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინაციონალურ მოძრაობაში პარტიის ყოფილი წევრების არგუმენტებს ელოდებიან
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი ყოფილ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან თანამშრომლობას გამორიცხავს