გია ვოლსკი ყოფილ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან თანამშრომლობას გამორიცხავს

გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები “თავისუფალ დემოკრატებთან” გაწევრიანდნენ. თუმცა, აცხადებს, რომ ამ საკითხზე ჯერ ინფორმაცია არ არსებობს.

“არაფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა ამ ეტაპზე მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ “ნაციონალური მოძრაობიდან” პარტიის ოთხი წევრის დატოვების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ის ყოფილ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

“ნაციონალური მოძრაობის” თემა ჩემთვის სხვა კატეგორიით ფასდება და არა იმით, რამდენმა კაცმა და ვინ დატოვა ეს მოძრაობა. ვფიქრობ, ცოტა მეტი გვეცოდინება ხვალ, განცხადების გაკეთების შემდეგ. მე ვუშვებ, რომ ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი პოლიტიკური ცხოვრება არ უნდა იყოს დაკავშირებული იმ წარსულთან, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა, შესაძლოა, გაუჩნდეთ ესეთი დატოვების და ცალკე ორგანიზაციის მოწყობის სურვილი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: მიკვირდა აქამდე რომ გაძლეს ერთად
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა წვევამდელების ფიცი მიიღო