ნაციონალურ მოძრაობაში პარტიის ყოფილი წევრების არგუმენტებს ელოდებიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

“ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიის ყოფილი წევრებისგან არგუმენტებს ელოდებიან. ყოფილი თანაგუნდელებისთვის გაუგებარია პარტიის 4 წევრის მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვების ფაქტი, რადგან, მათი თქმით, ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნაში ვითარებას შეცვლის, “ნაციონალური მოძრაობაა”.

„ძალიან კარგი იქნება თუ თვითონაც ახსნიან ამ ნაბიჯს. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ცალკე აღებულ პოლიტიკურ ძალას ოპოზიციურ ფრონტზე, შეუძლია მეტის გაკეთება დღეს, ამ ქვეყანაში ვითარების შეცვლის, საქართველოს ევროპული მომავლის, ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, ვიდრე ძლიერ, ერთიან ოპოზიციურ პარტიას, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა,“ – აცხადებს გიგი წერეთელი.

ნაციონალების განცხადებით, პარტია განაგრძობს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.

„ნაციონალური მოძრაობა რჩება ივანიშვილის რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა და უნარი, რათა ქვეყანა გამოიყვანოს ამ მძიმე კრიზისიდან და ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მთელი ჩვენი რესურსებით ბრძოლას ამ მიმართულებით,“ – განმარტა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე “ნაციონალური მოძრაობიდან” წამოსულ დეპუტატებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: მიკვირდა აქამდე რომ გაძლეს ერთად