ნინო ქადაგიძე-ჟვანია: სააკაშვილმა მითხრა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებე და რაც გინდა მთხოვეო

რთული იყო 10 წელი. გირგვლიანის დედამ ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, მე კი სიკვდილის უფლება არ მქონდა, ვინაიდან შვილები მყავდა, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების , კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმეზე დაკითხვისას ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ სააკაშვილთან ორჯერ ქონდა კონტაქტი. ქადაგიძე იხსენებს, რომ როდესაც პირველად მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სააკაშვილს შეხვდა, მან უთხრა, რომ ოღონდ გამოძიებისთვის თავი დაენებებინა და რაც უნდოდა ის ეთხოვა. მეორედ კი, როგორც ქადაგიძე-ჟვანია ამბობს, სააკაშვილს საერთაშორისო გამოძიების დაწყება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას ყოფილ თანაგუნდელებს, როგორც ნინო ქადაგიძე ამბობს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მათთან კონტაქტი არ ჰქონია.
“ბარამიძე ჩემს გვერდით ცხოვრობდა და ჩემს სახლში ფეხი არ შემოუდგამს გარდა პირველი კვირისა, სანამ ყველაფერი გაირკვეოდა. მათ მოსასვლელი პირი არ ჰქონდათ და ამიტომ გოგორიშვილი, ბარამიძე, მაჭავარიანი და გოკა გაბაშვილი არიან კარგი შემსრულებლები, ზურა რასაც ეტყოდა იმას აკეთებდნენ. ზურა აღარ არის და ისინი ახლა რასაც სააკაშვილი ეტყვის, იმას გააკეთებენ. მაგათ არა აქვთ არანაირი ღირებულება. ეგენი არ ხედავდნენ ზურა რა პიროვნება იყო? მაგრამ მითხარით ერთი შემთხვევა, რომ ამ ადამიანებმა რამეზე ხმა ამოიღეს. მე გაცილებით ბედნიერი ვიიქნებოდი, ზურას მეგობრებს გაეგრძელებინათ ის, რასაც ზურა აკეთებდა”, – განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანიას რჩევას არა მხოლოდ მისი მეგობრები, არამედ მტრებიც ეკითხებოდნენ.
“მისი მტრებიც კი ზურას რჩევას ეკითხებოდნენ. ამას ვხედავდი. ხშირად გამიგია, როგორ ურეკავდა სააკაშვილი და ზურა ეუბნებოდა რა უნდა გაეკეთებინა მას”, – განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშინინო ქადაგიძე-ჟვანია: ხარშილაძე და ძაძამია იტყუებიან
შემდეგი სტატიამარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა ჩაშლილ ვიზიტზე ტელეფონით ისაუბრეს