მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა ჩაშლილ ვიზიტზე ტელეფონით ისაუბრეს

გიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტუსკს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადების გამო, რისი მიზეზიც საბერძნეთის კრიზისი გახდა. ამ საკითხზე ბრიფინგი პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ გამართა.

ფხალაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას დონალდ ტუსკმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს ახლო მომავალში ეწვიოს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ ორივე მხარე აქტიურად იმუშავებს აღნიშულ საკითხზე.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 14-16 ივლისს იყო დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშინინო ქადაგიძე-ჟვანია: სააკაშვილმა მითხრა, ოღონდ გამოძიებას თავი დაანებე და რაც გინდა მთხოვეო
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები სამხედრო სავალდებულო აღრიცხვას აღარ დაექვემდებარებიან