ნინო ბურჯანაძე: ძალიან სერიოზულ გარდატეხას შევიტან რუსულ-ქართულ ურთიერთობებში

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის ზედა პალატის მოწვევით სანკტ-პეტერბურგში იმყოფება. “დემოკრატიული მოძრაობის” ინფორმაციით, საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ნინო ბურჯანაძემ მონაწილეობა მიიღო ქალთა საერთაშორისო ფორუმში, სადაც სიტყვით გამოვიდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბურჯანაძემ ასევე შეხვედრები გამართა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს პირებთან. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის მხრიდან არის მზაობა რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის ნორმალიზებისა.

“გაჯიუტებით, დიალოგის შეწყვეტით პრობლემები არ გვარდება. ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი გზები იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს და მე ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის. ვპირდები ჩემს ხალხს, რომ ძალიან სერიოზულ გარდატეხას შევიტან რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და აუცილებლად დავიწყებ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისათის ყველაზე მტკივნეულია”, – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჩილინგარაშვილმა ადიგენის ყოფილი გამგებლისა და მისი მოადგილის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაფორბსის მონაცემებით ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.2 მილიარდი დოლარია