ფორბსის მონაცემებით ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.2 მილიარდი დოლარია

ფორბსის მონაცემებით, 2015 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.2 მილიარდი დოლარია. ფორბსის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში ის ამჟამად 291-ე ადგილს იკავებს.

ბიძინა ივანიშვილის ქონება 2014 წელსაც 5.2 მილიარდი დოლარი იყო და რეიტინგში 270-ე ადგილს იკავებდა. 2013 წელს კი ის 5.3 მილიარდის ქონებას ფლობდა და რეიტინგში 229-ე იყო. 2011 წელს, პოლიტიკაში მოსვლამდე, ივანიშვილის ქონება 5.5 მილიარდი დოლარი იყო და მსოფლიო რეიტინგში 185-ე ადგილს იკავებდა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ძალიან სერიოზულ გარდატეხას შევიტან რუსულ-ქართულ ურთიერთობებში
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: “ოცნებას” ხელისუფლებას გამოვგლეჯთ, მაგრამ “ნაციონალებს” არ დავუთმობთ