ნინო ბურჯანაძე – ცივილიზებული სახელმწიფოები, ლიდერები სხვა ენით ელაპარაკებიან ერთმანეთს

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აშშ და რუსეთი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთობენ და საკუთარი ქვეყნების ინტერესს საქართველოსთვის არ დააზარალებენ.
ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას ყურადღება გაამახვილა საგარეო პოლიტიკურ მოვლენებზე, რომელიც მსოფლიოში და საქართველოს ირგვლივ ხდება.
“საქართველოში ვისაც ჭკუა აქვს, წესით უნდა მიხვდეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან სერიოზული ნიშნების მატარებელი უნდა იყოს. თვალს ვადევნებდი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვიზიტს რუსეთის ფედერაციაში. ჯონ კერიმ ჩააკითხა, შეიძლება ითქვას, ეახლა კიდეც პუტინს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა და განსხვავებაა. მე მაინტერესებს, უყურებენ თუ არა ამას ის ვაიპატრიოტები, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ საქართველო არ უნდა დაელაპარაკოს პუტინს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთში არ უნდა ჩავიდეს. მაინტერესებს რას ფიქრობენ ისინი – ჩვენზე ნაკლებად თავმოყვარეები არიან ამერიკელები, თუ კერიც პრორუსული გახდა და ობამამაც პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა? თუ თქვენ გაქვთ რამე კადრები, რომ კერიმ მაგალითად, ან თავში ჩაარტყა ის მაისური მეორე მსოფლიო ომის სიმბოლოკით ლავროვს, რომელიც მას ლავროვმა აჩუქა, ან დაწვა, ან ფეხქვეშ გათელა, ძალიან გთხოვთ ეს ჩვენს საზოგადოებას აჩვენეთ, მაგრამ ასეთი კადრები ბუნებაში არ იარსებებს, იმიტომ, რომ ცივილიზებული სახელმწიფოები, ლიდერები სხვა ენით ელაპარაკებიან ერთმანეთს და სანამ ჩვენი საზოგადოების ნაწილი, სანამ ე.წ. ექსპერტების ნაწილი ამას რეალურ სურათად არ მიიღებს და სანამ ვაიპატრიოტიზმით და ურაპატრიოტიზმით ვიქნებით დაკავებული, ნამდვილად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნება ჩვენი ქვეყანა”, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი დარწმუნებულია, რომ აშშ და რუსეთი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გააგრძელებენ ურთიერთობებს.
“ფაქტია, რომ უკრაინის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ხელშეკრულებების მიუხედავად, კერი ჩაბრძანდა სოჭში და ოთხ საათზე მეტი ელაპარაკა რუსეთის პრეზიდენტს და გამოვიდნენ განცხადებებით, რომ რუსეთი აშშ-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პატრიოტია და ძალიან ბევრ საკითხებში აქვთ სალაპარაკო მიუხედავად განსხვავებებისა. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ და რუსეთი ნამდვილად საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გააგრძელებენ ურთიერთობებს და არც საქართველოსთვის, არც უკრაინისთვის, არც ყირიმისთვის და არც სხვა საკითხებისთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესს არ დააზარალებენ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშინინო გოგუაძე – მიკვირს, რომ თამარ კორძაია უმრავლესობის წევრად დარჩა
შემდეგი სტატიამაკკეინი ობამას არაბების მოსყიდვაში ადანაშაულებს