ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერთა მოსყიდვას ცდილობს.
მაკკეინის აზრით, ობამას ადმინისტრაცია არ მოერიდება ქრთამის არც ერთს სახეობას, რათა ირანთან მოლაპარაკებების საკითხებში ზემოხსენებული ქვეყნების მხარდაჭერა მიიღოს. სენატორის აზრით, ქრთამის ერთერთი სახეობა შესაძლებელია ამ ქვეყნებისთვის სარაკეტო დარტყმებიდან კოლექტიური თავდაცვის სისტემაში ჩართვის შესაძლებლობა იყოს… თუმცა მაკკეინი იქვე აღნიშნავს, რომ ამას არაბები არ დათანხმდებიამ, რადგან ირანთან მოლაპარაკებას ისინი საფრთხედ განიხილავენ… აცხადებს ამერიკული პრესა.