„ნინო ბურჯანაძეს მითვისებული აქვს არაკანონიერად, უპრინციპოდ ის სიკეთეები, რაც აქვს,” – გოჩა ჯოჯუა

ნინო ბურჯანაძე: მივიღე პირობა, რომ გამარტივდება ვიზები საქართველოს მოსახლეობისათვის

ნინო ბურჯანაძის ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარედ არალეგიტიუმურად ცნობასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გოჩა ჯოჯუამ და სხვა მოსარჩელეებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომლებმაც 8 თვის წინ მოითხოვეს 2014 წლის მაისში მიღებული გადაწვეტილების გაუქმება, რომლის მიხედვითაც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ნინო ბურჯანაძე.

როგორც მოსარჩელეები აცხადებენ, ეს გადაწყევტილება იყო უკანონო, რადგან მას ესწრებოდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მხოლოდ 11 წევრი.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის გოჩა ჯოჯუას განცხადებით, ნინო ბურჯანაძემ არაკანონიერად მიითვისა იმ საკითხებით სარგებლობა, რომლითაც სარგებლობენ კვალიფიციური პარტიები.

„ნინო ბურჯანაძეს მითვისებული აქვს არაკანონიერად, უპრინციპო და ამორალური საქციელითაც კი, ის რომ მას დღესდღეობით აქვს ის სიკეთეები, რომელიც მან მიიღო სწორედ მითვისებით, იმ ადამიანების დაუკითხავად, რომელ ადამიანებსაც ეკუთვნოდათ ეს ქონება,“ – განაცხადა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარემ გოჩა ჯოჯუამ.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის სამეგრელო-გურიის რეგიონალური ყოფილი კოორდინატორის ბექა სვანიძის თქმით, იმის შესახებ გადაწყვეტილება, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იყო ტელევიზიით გაიგო.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის მოადგილემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაიანუკოვიჩმა კიევში დაკითხვაზე მოსვლაზე უარი განაცხადა