იანუკოვიჩმა კიევში დაკითხვაზე მოსვლაზე უარი განაცხადა

საკმარისი არ გავაკეთე იმისთვის, რომ სისხლი არ დაღვრილიყო

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კიევში დაკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადა.
იანუკოვიჩის ადვოკატმა ვიტალი სერდიუკმა სატელევიზიო კომენტარში განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი «დაკითხვაზე არ გამოცხადდება მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების გამო».
ამასთანავე, სერდიუკმა განაცხადა, რომ იანუკოვიჩი მზად არის ვიდეოკავშირისთვის: «გენერალური პროკურატურა ამის შესახებ უკვე ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ მზად ვართ ჩვენება ვიდეო კავშირით მივცეთ» – თქვა ადვოკატმა.
6 აგვისტოს უკრაინის ცენტრალური ორგანოების აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ოფიციალურ გამოცემაში გამოაქვეყნა გენერალური პროკურატურის მოწმობა, სადაც იანუკოვიჩი ჩვენების მისაცემად იყო დაბარებული სისხლის სამართლის პროცესუალური მოქმედებების ფარგლებში.
იანუკოვიჩის წინააღმდეგ ხელისუფლების უზურპაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმე 2015 წლის 8 აპრილს აღიძრა. ასევე, მას ბრალი სახელმწიფო ქონების მითვისებაში ედება.
იანუკოვიჩი ხელისუფლებას მეიდანზე განვითარებული სისხლიანი მოვლენების შეემდეგ ჩამოაშორეს. ის რუსეთში გაიქცა და საკუთარ თავს «ლეგიტიმურ პრეზიდენტს» უწოდებს.

banner
წინა სტატიაში„ნინო ბურჯანაძეს მითვისებული აქვს არაკანონიერად, უპრინციპოდ ის სიკეთეები, რაც აქვს,” – გოჩა ჯოჯუა
შემდეგი სტატიაალიევის უფროს ქალიშვილს აგარაკი რუბლიოვკაზე აქვს