ნიკა რურუა: პრემიერის განცხადება პოპულისტური და მავნეა

საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიას” დამფუძნებელი ნიკა რურუა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას ეხმაურება.

მისი შეფასებით, მთავრობის მეთაურმა არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა, როცა მსაჯულთა ინსტიტუტის მუშაობა გააკრიტიკა. ნიკა რურუას თქმით, ხელისუფლებამ ინსტიტუტის გამართული ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პორობები უნდა შექმნას.

“პრემიერმინისტრის განცხადება, რომ ამ სისტემამ არ გაამართლა, არის ძალიან პოპულისტური და მავნე განცხადება. სინამდვილეში არ გაამართლა პროკურატურამ და თავისი მოუმზადებლობით, ოროსნობით წააგო ეს საქმე,” – განაცხადა ნიკა რურუამ.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განიცადა სრული კრახი.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებმა ავტოფარეხში დამარხული ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გვქონია- მიხეილ ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე და ლევან მურუსიძე ყოფილ პრემიერთან შეხვედრას უარყოფენ