ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გვქონია- მიხეილ ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე და ლევან მურუსიძე ყოფილ პრემიერთან შეხვედრას უარყოფენ

ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილი ედრებოდა დავით აღმაშენებელს იმიტომ, რომ რეგიონში ვერავის ედრებოდა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას უარყოფენ.
როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ასეთი შეხვედრა არ ყოფილა, შესაბამისად, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია ვერანაირ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს.
როგორც ისინი აღნიშნავენ, ირაკლი ალასანიას მხრიდან ადგილი აქვს სასამართლოს პოლიტიკურ პროცესში ჩართვას და ცდილობს სასამართლოზე ზეწოლის მოხდენას.
“ბიძინა ივანიშვილთან არანაირი შეხვედრა არ გვქონია. ეს არის აბსურდული თემა და ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება არ იქნება სწორი. ეს არის პირდაპირი ჩარევის მცდელობა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ირაკლი ალასანია ვერანაირ მტკიცებულებას ვერ მოიპოვებს და ვერ წარმოადგენს, რადგან ბუნებაში ასეთი შეხვედრა არ ყოფილა. ცოტა მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო, როდესაც სასამართლოს ეხები. მისი მხრიდან ეს არის სასამართლოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობა”, – განაცხადა მიხეილ ჩინჩალაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით კი, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და ვერც ექნებოდა. მისი შეფასებით, ეს არის ზეწოლა სასამართლოს მიმართ.
“ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებთ, რომ სასამართლოს პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა არის მიუღებელი. ირაკლი ალასანიას რაც ბუნებაში არ არსებობს, ის მტკიცებულებები ვერ ექნება და შესაბამისად, ვერც წარმოადგენს”, – აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით კი, მას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ასეთი განცხადებები მოსამართლეების მიმართ არის სასამართლოს შეურაცხყოფა.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა: პრემიერის განცხადება პოპულისტური და მავნეა
შემდეგი სტატიასაფრანგეთი: TV 5-ზე თავდასხმა შესაძლებელია რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს