ნიკა რურუა: ეს მოსამართლე ასრულებს დაკვეთას, რომელსაც სხვა მოსამართლე არ შეასრულებდა

“ეს მოსამართლე ასრულებს დაკვეთას, რომელსაც სხვა მოსამართლე არ შეასრულებდა,“ – საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიას დამფუძნებელი ნიკა რურუა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება.

რურუას შეფასებით, მოსამართლე ყველანაირად ცდილობს პოლიტიკური მიზნით დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

“ამ ტელევიზიას იცავს როგორც ჩვენი კონსტიტუცია, ასევე მას იცავს და დაიცვას ჩვენი საზოგადოება. დიდი სამოქალაქო მღელვარებას უნდა ველოდოთ, იმიტომ რმ სხვანაირად ეს არ მოხდება, იმიტომ რომ, როდესაც ადამიანს უფლებებს ართმევენ, ეს ადამიანები ამ უფლებებს დაიცავენ”, – განაცხადა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: საქართველოსათვის ისრაელის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა
შემდეგი სტატიაგიგი გიგიაძე: რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიას საქართველოს მიმართ