ნიკა გვარამია: რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს ნებისმიერ საქმეში, ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს

ფსიქიურად გაუწონასწორებელი ინტელექტუალური ხეიბარია

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განმარტებით, საკონსტიტუციო სარჩელი ითვალისწინებს იმ ნორმების გაუქმებას, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებად მიცემას გულისმობს.

„სარჩელი ითვალისწინებს იმ ნორმის გაუქმებას, რომელიც ეხება დაუყოვნებლივ აღსრულებად მიცემას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების და რომელიც ძალიან ფართო დისკრეციას ტოვებს სასამართლოსთვის, ისე, რომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეიცვალოს საქმის სამართლებრივი ბედი. მოგეხსენებათ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, კიდევ 2 ინსტანციაა დარჩენილი და ამიტომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს ნებისმიერ საქმეში, ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს“, – განაცხადა გვარამიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა საკონსტიტუცია სასამართლოს იმედი, გვარამია აცხადებს, რომ იმედი რომ არ ჰქონდეს, არ მიმართავდნენ.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-ის” იურისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სამაუწყებლო კომპანიის უფლებადამცველები იმ მუხლების გაუქმებას ითხოვენ, რომლებიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს.

 

banner
წინა სტატიაშიგოგი თოფაძე: რუსთავი 2 ხვალ აღარ იქნება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაცია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებზე მონიტორინგს არ განახორციელებს