პრეზიდენტის ადმინისტრაცია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებზე მონიტორინგს არ განახორციელებს

ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის, კახა კოჟორიძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია “რუსთავი 2″‘-თან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებზე მონიტორინგს არ განახორციელებს.

“ცხადია, ჩვენი წარმომადგენელი – ვერც მე და ვერც სხვა სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება აღქმული სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობად. შესაბამისად, ეს ნაბიჯი ჩვენი მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ იქნება გადადგმული. ამ კუთხით მონიტორინგს ჩვენ ვერ განვახორციელებთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს საქმე არის უაღრესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი და ჩვენ მას თვალყურს მივადევნებთ”, – განაცხადა კოჟორიძემ.

რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ პრეზიდენტმა მას დახმარება აღუთქვა, კოჟორიძემ ეს განაცხადა:

“მე არ ვიცი რას გულისხმობდა ბატონი ქიბარი. ერთადერთი, რა დახმარებაც პრეზიდენტმა აღუთქვა არის ის, რომ მისი შესაძლებლობებიდან ყველანარიად შეეცდება შეიქმნას მშვიდ გარემოში დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. და ვფიქრობ, პრეზიდენტმა უკვე შეძლო ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა. თუ ჩვენ შევადარებთ დღევანდელ და ხუთი დღის წინანდელ ვითარებას, აშკარად დავინახავთ, რომ დღეს ბევრად მშვიდია სიტუაცია და ბევრად უკეთეს პირობებში შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება”, – განმარტა კოჟორიძემ.

 

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს ნებისმიერ საქმეში, ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს
შემდეგი სტატიამანანა კობახიძის კურიოზული კომენტარი გოგი თოფაძის განცხადებაზე+ვიდეო