“ნიკა გვარამია არის პოლიტიკური აქტივისტი, პროკურორი”

ამ წუთებში პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ, ქართული მედიისა და რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მომზადებულ რეზოლუციას განიხილავენ.

რეზოლუციის პროექტი გოკა გაბაშვილმა გააცნო კოლეგებს ამ წუთებში კი საკუთარ პოზიციებს როგორც მმართველი გუნდის ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აფიქსირებენ.

„ნიკა გვარამია არ არის ჩემთვის თავისუფალი ჟურნალისტიკის სიმბოლო. ნიკა გვარამია არის პოლიტიკური აქტივისტი, პროკურორი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ საკმაოდ სერიოზული განცხადებებით გამოირჩეოდა, რომელიც იღებდა ფილმებს იმასთან დაკავშირებით სადაც იარაღის მუქარის ქვეშ ფეხმძიმე ჟურნალისტები ყავდა გართხმული სწორედ თქვენს ხელისფლებას და საუბრობდა იმაზე, რომ ისინი სახელმწიფო გადატრიალებას აპირებენ. იყავით თუ არა თქვენ აღშფოთებული მაშინ და მიმართეთ თუ არა პარლამენტს რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით?” – განაცხადა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ტელეფონით ესაუბრა
შემდეგი სტატია“НТВ-ს მსგავსად რუსთავი 2-ის დახურვა ვერ მოხდება”