თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს ტელეფონით ესაუბრა

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის რობერტ უორკის საუბრის მთავარი თემა ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობა იყო.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ თინა ხიდაშელს ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართულობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ამერიკელი საზღვაო ქვეითების მიერ ქართველი სამხედროების გადასროლისწინა წვრთნებს. ამერიკულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა კვლავ გააგრძელოს საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარება და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით მხარდაჭერა.

როგორც რობერტ უორკმა თინა ხიდაშელთან საუბარში აღნიშნა, აშშ-ის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა. ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსაც შეეხნენ.

სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები აშშ-საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსაც შეეხნენ.

banner
წინა სტატიაში“განვითარებული მოვნელები საფრთხის წინაშე აყენებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას”
შემდეგი სტატია“ნიკა გვარამია არის პოლიტიკური აქტივისტი, პროკურორი”