ნიდერლანდები თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტზე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის იდეით გამოდის

ნიდერლანდები თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტზე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის იდეით გამოდის

ნიდერლანდები თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტზე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის იდეით გამოდისნიდერნანდები საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის იდეით გამოდის, რომელმაც მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების ფაქტი უნდა შეისწავლოს. ამ ორგანოს საშუალებით ნიდერლანდს იმედი აქვს, რომ რუსეთზე ზეწოლას მოახდენს.

პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნით ნიდერლანდი იმედს გამოთქვამს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბოინგის ჩამოგდებაში დამნაშავეებზე სასამართლო სამართლის დევნის განხორციელებას შეძლებს. ამის შესახებ სააგენტო «როიტერი» ავრცელებს ინფორმაციას. ჰოლანდიას იმედი აქვს, რომ გაეროს საერსაშორისო სასამართლოს მსგავსი მოდელის სასამართლო ინსტანციას შექმნის, რომ რუსეთზე გავლენა მოახდინოს, რომლის როლი პროცესში «მნიშვნელოვანად» არის შეფასებული.

ნიდერლანდების პოზიციით, ახალი სასამრთლო ორგანო გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერით ითანამშრომლებს მას შემდეგ, რაც კატასტროფის გამომწვევი საერთაშორისო გამოძიება დასრულდება და ორგანოები ეჭვმიტანილების სახელებს დაასახელებენ.
მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი ბოინგ 777 , რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლამპურში მიფრინავდა 2014 წლის 17 ივლისს, დონბასის თავზე რაკეტით იქნა ჩამოგდებული. ბორტზე მყოფი 298 ადამიანიდან ყველა გარდაიცვალა. მგზავრების ორი მესამედი ნიდერლანდების მოქალაქეები იყვნენ. ამის შემდეგ ჰოლანდიის მთავრობა საზოგადოებრივი აზრის წნეხის ქვეშ იმყოფება, რომ გამოიძიონ ინციდენტი და დამნაშავები დასაჯონ.

banner
წინა სტატიაშივაკე-საბურთალოს გზის ცალკეული დაზიანებული მონაკვეთების ფრაგმენტული აღდგენა დაიწყო
შემდეგი სტატიაUEFA-ს სუპერთასის რამდენიმე ბილეთი გაიყიდა-biletebi.ge განმარტებას აკეთებს