,, ნებისმიერ არაორდინალურ ვითარებაში ხელისუფლება “ბრინჯივით იბნევა”

გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, ხელისუფლების მმართველობის უსუსურობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ნებისმიერ არაორდინალურ ვითარებაში ხელისუფლება “ბრინჯივით იბნევა”.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

“მე ნამდვილად არ მსმენია, რაც ახლა ხდება სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით, სადმე რომელიმე ქვეყანაში მომხდარიყო. არ გამიგია ეგეთი რაღაცა. ნებისმიერი მიმართულებით, სადაც მართვაა საჭირო, ელემენტარული პრობლემების დალაგებაა საჭირო, ვერსად ვერაფერს ვერ აკეთებს ეს ხელისუფლება,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და ხელისუფლება ოლიმპიადის ჩატარებისათვის მზადების საკითხზეც გააკრიტიკა.

banner
წინა სტატიაში“მთელს მსოფლიოში თავი მოგვეჭრებოდა, ბულგარეთის პრეზიდენტი რომ დაეგლიჯა იმ ვეფხვს”
შემდეგი სტატია“ვეფხვისგან მოკლული კაცის სიკვდილში მე ივანიშვილს ვდებ ბრალს” – შალვა ნათელაშვილი