“ვეფხვისგან მოკლული კაცის სიკვდილში მე ივანიშვილს ვდებ ბრალს” – შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

“მე პირდაპირ ვდებ ბრალს ივანიშვილს ვეფხვისგან მოკლული კაცის სიკვდილში,” – ამის შესახებ ლეიბორისტების ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

მისი მტკიცებით, ყოფილ პრემიერს მთელი ვერეს ხეობის “ხელში ჩაგდება” სურს.

“ივანიშვილმა გააკეთა ბრძნული დასკვნა, რომ ვეფხვის გამო ადამიანის სიკვდილში არავინ დამნაშავე არ არისო და სწორედ აქ იმალება ძაღლის თუ ვეფხვის თავი. გახსოვთ ალბათ, ერთი წლის წინ ჩვენ მივედით სწორედ მაგ ადგილას, მაგ კომბინატის საწარმოს შენობასთან, რომელიც ყაჩაღურად წაართვა მფლობელ კვარაცხელიას ნაციონალების დახმარებით მთელი ლაგუნა ვერეს ტერიტორია და სწორედ ამ ტერიტორიაზე დაგლიჯა ვეფხვმა ადამიანი. ვინ აგებს ამაზე პასუხს? ვინ აგებს და ბიძინა ივანიშვილი პირადად, როგორც ინვესტორი,” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ლეიბორისტთა ლიდერის მტკიცებით, აბრეშუმის ქარხნის გაჩერების მიზანი ზოოპარკის ტერიტორიის დაპატრონება გახლდათ. ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილის ზოოპარკის ტერიტორიის გადატანას ელოდებოდა, რათა მთელი ვერეს ხეობას დაისაკუთრებდა.

banner
წინა სტატიაში,, ნებისმიერ არაორდინალურ ვითარებაში ხელისუფლება “ბრინჯივით იბნევა”
შემდეგი სტატიადოდონა კიზირიას ტესტი