“ნაციონალური მოძრაობა” ლაგოდეხის გამგებელს უჩივის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ეხმაურება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ლაგოდეხის გამგებელს მთავარ პროკურატურაში უჩივის.

საქმე მუნიციპალური საკუთრების არამიზნობრივ გამოყენებას ეხება. საუბარია ტრაქტორზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, რაიონის გამგებლის ნებართვით, კერძო მესაკუთრის ნაკვეთში, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, ყოველგვარი ხელშეკრულებისა და ანაზღაურების გარეშე მუშაობდა. პარტიის წევრების განცხადებით, ბიუჯეტი ამის გამო, 30 ათასი ლარით დაზარალდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ვახტან დევიძის განმარტებით, გამგებელმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა.

ბრალდებებს დღესვე ლაგოდეხის გამგებელმა უპასუხა. კახა ჯამბურია ნაციონალურ მოძრაობას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაში“არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”-გურიელიძე ზოოპარკში პროკურატურის წარმომადგენლების ვიზიტზე
შემდეგი სტატიათბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს არ აინტერესებს რა მასალა გაიტანა პროკურატურამ მისი სამსახურიდან